დაიბადა 1900 წლის 3 იანვარს სოფელ ტეზერში (ბორჯომი), პირველი მსოფლიო ომის დროს სრულებით ახალგაზრდა ცოტა ხანს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისაგან შემდგარ ცხენოსანთა (კავალერია) დივიზიაში. 1924 წელს რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებდა გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით ფილმს სახელად "სამი სიცოცხლე" და ეძებდა პერსონაჟს ერემია წარბას როლისათვის და თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს სრულებით შემთხვევით მაყურებლებში შეამჩნია (ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი) დიმიტრი ყიფიანი და შესთავაზა დასახელებული პერსონაჟის განსახიერება, აქედან დაიწყო მისი სამსახიობო შემოქმედება. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).