ევროპის მილიტარისტული წრეები ცდილობენ ატომური იარაღის გამოყენების უფლება გამოსტყუონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საკუთარი სამხედრო ბაზა დაბომბონ, დანაშაული საბჭოთა კავშირს გადააბრალონ და პროვოკაცია ახალი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად გამოიყენონ. რადისტი ლეხოვსკი თვითმფრინავში ბომბს აღმოაჩენს, ჩანაფიქრს მიხვდება, ეკიპაჟისგან თვითმფრინავის შემობრუნებას და ბომბის ზღვაში ჩაგდებას მოითხოვს. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ფაშისტი ფუნკი ბომბის ჩამოგდებას მაინც მოახერხებს, ლეხოვსკი პარაშუტით გადმოეშვება და პროვოკაციას ამხელს. გენერალი ჰოიხლერი, რომელიც საპასუხო სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ვეღარ შეძლებს, თავს მოიკლავს.