დაიბადა 1894 წლის 6 თებერვალს თბილისში. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და სკულპტურის სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დაარსა თბილისის სატირის თეატრი. 1925–1927 წლეებში იყო რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი "მუშათა თეატრის" და "წითელი თეატრის". დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური თეატრის (ვასო აბაშიძის სახელობის) ფუძემდებელი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. საქართველოს სახალხო არტისტი(1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948). სტალინური პრემიების ლაურეატი (1941, 1943, 1946, 1947, 1950). მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი (1946).
მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში