თბილისელი მუშის, მიტოს მამას ტერორიზმისა და მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისთვის სიკვდილით სჯიან, მიტოს კი ციხეში სვამენ. პატიმრობიდან გათავისუფლებული მიტო პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ხვდება და გერმანელ ჯარისკაცებს ზავისკენ მოუწოდებს. ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს, მათ შორის მიტოსაც, მთავრობის ჯარი განაიარაღებს. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში აჯანყება იფეთქებს. გაქცეული მენშევიკური ხელისუფლების ნაცვლად ქვეყანაში ბოლშევიკები შემოდიან.