დაიბადა 1905 წლის 1 მარტს სოფელ გალავანში (მცხეთის რაიონი). 1925 წელს დაამთავრა სახკინმრეწვის და პროლეტკულტის სასწავლებელი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა სახკინმრეწვის ლაბორატორიაში. 1926 წლიდან სამუშაოდ გადადის გადამღებ ჯგუფში მსახიობად და რეჟისორის ასისტენტად. 1928 წლიდან იღებდნენ ფილმებში. მუშაობდა სვერდლოვსკის კინოსტუდიაში. 1946 წელს ბრუნდება თბილისში და ქმნის მხატვრულ–დოკუმენტურ ფილმებს. 1950 წლიდან მუშაობდა დუბლიაჟის რეჟისორად.