ძველი თაობის მტვირთავი სერგო და ნავსადგურის ახალგაზრდა მუშა ბესო შრომის რაციონალიზაციის საკითხებზე ვერ თანხმდებიან. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ სერგოს ქალიშვილი კატო მამის სურვილის წინააღმდეგ ბესოს მიყვება ცოლად. მამის მსგავსად საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმას კატოს ქმარიც უკრძალავს. ცოლ-ქმრის დავა გაყრით სრულდება. ნავსადგურის მექანიზაცია მტვირთავთა შრომას შეამსუბუქებს. სერგო ახალი ტექნოლოგიების სიკეთეს აღიარებს და სიძეს შეურიგდება. ახალგაზრდებიც შერიგდებიან.