დაიბადა 1897 წლის 20 თებერვალს თბილისში. სწავლობდა აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში. 1913 წლიდან იყო ნიკოლოზ ლებედევის რუსული დრამატული ჯგუფის მსახიობი და რეჟისორის თანაშემწე. 1915–1916 წლებში ალექსანდრე ხანჟოკოვის კინოატელიეს მსახიობი. პირველ მსოფლიო ომში – ფრონტზე საზოგადოება "წითელი ჯვრის" საკვები პუნქტების ხელმძღვანელი. 1919 წლიდან – საქართველოში კინოწარმოების კომისიის წევრი. 1921 წლიდან კი – რეჟისორი და სახკინმრეწვთან არსებული კინოსკოლის პედაგოგი.