ნამთვრალევი მემანქანე სტასენკო ორთქლმავლიდან გადმოვარდება და დაშავდება. დასახიჩრებული მამის და ოჯახის დასახმარებლად სტასენკოს ქალიშვილი შურკა დეპოში მუშაობას გადაწყვეტს, მაგრამ იქ ქალები არ სჭირდებათ. მამაკაცად გადაცმული შურკა კომკავშირლების დახმარებით ჩქარი მატარებლის გამყოლად მოეწყობა. ერთ დღეს მატარებელს ბანდიტები დაესხმიან თავს. მათ შესაპყრობად შურკაც აქტიურობს. დაპატიმრებულთა შორის მისი ძმაც აღმოჩნდება. შურკა ძმის მკაცრად დასჯას მოითხოვს.