დაიბადა 1889 წლის 2 ივლისს. დაამთავრა თბილისში არსებული სამხატვრო სტუდია. 1907 წელს სწავლა გააგრძელა ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მოსკოვში. 1914 წელს ბრუნდება თელავში და მუშაობას იწყებს ხატვის მასწავლებლად. 1919 წლიდან მოღვაწეობას აგრძელებს თბილისში. 1920–1924 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში მხატვრად, შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1940).