მძიმე, უნაყოფო ჯაფით გატანჯული აჭარელი გლეხი ჰასანი იძულებულია ოჯახი მოჯამაგირეობით არჩინოს. კულაკი იბრაჰიმი მარჩენალ ხარ-კამეჩს ვალში წაართმევს, წვალებით მოწეულ ყანას ნიაღვარი წალეკავს. შიმშილისა და განადგურებისგან თავის დასაღწევად ჰასანი კოლმეურნეობაში გადაწყვეტს შესვლას.