დაიბადა 1895 წლის 29 სექტემბერს სოფელ აღბულაღში (თეთრიწყაროს რაიონი). სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, 1915 წელს გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წელს მობილიზაციით გაგზავნეს სამხედრო სკოლაში, რომელიც იმავე წელს დაამთავრა პროპორშიკის ჩინით და განაწესეს ქუთაისის სათადარიგო პოლკში. მალე სამხედრო სამსახურს თავი დაანება და სწავლა დაიწყო თბილისის რუსული თეატრის სტუდიაში პროფესორ გ. გლავიცკის ხელმძღვანელობით. პარალელურად მუშაობდა სასამართლოში. 1928 წელს დოდო ანთაძესთან ერთად დაარსა მოზარდ–მაყურებელთა თეატრი და იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი 1945 წლამდე. 1945–1956 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1934). საქართველოს სახალხო არტისტი (1941).