ტრადიციულ დოღში გამარჯვებული ბოშა ჯილდოდ მშვენიერ გოგონას, ანიკას დაიმსახურებს. ქალიშვილი მის ცოლობას არ ისურვებს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება, გამარჯვებულის ცხენსაც თან გაიყოლებს. ორ ოჯახს შორის შეურიგებელი მტრობა წამოზრდილ შვილებზეც გადავა, მაგრამ ახალგაზრდებს, გიცას და მიორას, ერთმანეთი შეუყვარდებათ. შეურაცხყოფილი მამა ვაჟს აღარ ენდობა, მეტოქის ქალიშვილს დაიმარტოხელებს, გაამათრახებს და მის სახლს ცეცხლს მისცემს. გიცა ცეცხლისგან იხსნის მიორას.