მოქმედება ხდება მე-19 საუკუნეში. რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტს ასლანს უყვარს ქალიშვილი და მის ცოლად შერთვას აპირებს. ქალიშვილი სხვას შეიყვარებს. ასლანი მოკლავს მეტოქეს, თავად კი მართლმსაჯულებას გაექცევა და კავკასიაში კონტრაბანდისტებს მიეკედლება. აქვე დაოჯახდება. ერთხელ, მესაზღვრეებთან შეტაკებისას დაჭრიან, რის გამოც ერთხანს დაშორდება ოჯახს. როცა დაბრუნდება, ცოლშვილი შინ აღარ დახვდება. ისინი რომელიღაც გემის კაპი ტანს გაუტაცია. სასოწარკვეთილი ასლანი ზღვაში გადავარდება, მაგრამ ზღვის ტალღები უდაბურ კუნძულზე გარიყავს მას. აქ წააწყდება გამოქვაბულს, სადაც ადამიანის ჩონჩხსა და განძეულს იპოვის. ასლანს ახსენდება ლეგენდა შეშლილ მოხუცზე, რომელიც შურისძიების მიზნით კუნძულისკენ იტყუებდა გემებს და წყალ ქვეშა რიფებზე ამსხვრევდა. ასლანსაც შურისძიების გრძნობა შეიპყრობს. და აი, როგორც ლეგენდაში, კუნძულის ნაპირებთან იმსხვრევა გემი. ნამსხვრევებში ასლანი თავისი ცოლის გვამს და გონწასულ ქალიშვილს იპოვის. გადის წლები. მოხუცი მამის ერთადერთი იმედი მისი ასულია. ქალიშვილს შეუყვარდება ახალგაზრდა მებადური, რომელიც შემთხვევით მოხვდება ამ კუნძულზე. ის ტოვებს მამას და მებადურს მიჰყვება. მოხუცი საყვარელ შვილთან განშორებას ვერ უძლებს და თავს იხრჩობს.