დაიბადა 1866 წლის 1 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო ტექნიკური სასწავლებელი. 1892 წლიდან იყო სხვადასხვა თეატრების მსახიობი და რეჟისორი, 1899–1917 წლებში ივანოვო–ვოზნესენსკის დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი, 1917–1928 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში "სახკინმრეწვში". მონაწილეობდა თურქმენეთის და უზბეკეთის კინემატოგრაფიის დაარსებაში.