პეტერბურგელი იუნკერი ოლენინი კავკასიის სტანიცაში დაბანაკებულ პოლკში მსახურობს. მთიელთა ზნე-ჩვეულებებსა და კაზაკის ქალ მარინაზე შეყვარებული ახალგაზრდა სოფელში დარჩენას და კაზაკად ჩაწერას გადაწყვეტს, მაგრამ მარინას კაზაკი ლუკაშკა უყვარს. მთიელებთან შეტაკებისას ლუკაშკა დაიღუპება. მარინა კვლავ უარყოფს ოლენინის სიყვარულს. იმედგაცრუებული ოლენინი სტანიციდან გაემგზავრება.