დაიბადა 1887 წლის 23 აგვისტოს ქ. თბილისში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი. 1917-23 წ.წ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1923-33 წ.წ. მოღვაწეობდა იტალიაში, ესპანეთში და ლენინგრადში. 1933 წლიდან კვლავ მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად და სოლისტად. საქართველოს სახალხო არტისტი (1941). სსრკ-ს სახალხო არტისტი (1950).