ფილმი მოგვითხრობს მეზღვაურთა რევოლუციურ მოძრაობაზე. შავი ზღვის ესკადრის მეზღვაურის ერშის და მარუსია ბარონმა ფონ ფოგელმა შეაცდინა. ერში გადაწყვეტს, გაუსწორდეს მას. შემთხვევით ბარონ ფონ ფოგელს იმავე გემზე ნიშნავენ, სადაც ერში მსახურობს. გემზე დაძაბული მდგომარეობაა. ოფიცრების თვითნებობა მეზღვაურებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მხოლოდ გემის მექანიკოსი, მენშევიკი ავალოვი გაუბედავად იცავს მეზღვაურთა ინტერესებს. მეზღვაურთა და ოფიცერთა შორის ერთერთი შეტაკების დროს ერში შურს იძიებს, ზღვაში გადააგდებს ფონ ფოგელს. ამის შემდეგ გემზე აღარ დაედგომება. რუმინეთში მიდის და აქტიურად ებმება რევოლუციურ მოძრაობაში. ესკადრის სე ვასტოპოლში დაბრუნებისთანავე მეამბოხე გემის მთელ ეკიპაჟს დასჯიან. ავალოვი კი სატრანსპორტო გემზე გადაჰყავთ. გადის წლები. ოქტომბრის რევოლუციამ გაიმარჯვა. რუსეთის სატრანსპორტო გემი "ვესტა", რომელიც იმ დროს რუმინეთში აღმოჩნდა, გემის უფროსმა უცხოელებს მიჰყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ემიგრაციაში მყოფი ავალოვი მონანიებით საბჭოთა საელჩოში გამოცხადდება. აქ ის კვლავ შეხვდება ერშს, რომელიც საბჭოთა მისიას ხელმძღვანელობს. ავალოვი ემუდარება ერშს, გაგზავნოს სამშობლოში. მის თხოვნას აკმაყოფილებენ. ყოფილი მენშევიკი ჩამოდის საბჭოთა კავშირში და ქვეყნის აღმშენებლობაში იღებს მონაწილეობას.