დაიბადა 1893 წლის 6 იანვარს სოფელ ლასურში (ქუთაისის გუბერნია). 1913 წლიდან გამოდიოდა თბილისის, ქუთაისისა და ბაქოს თეატრებში. 1919-1920 წლებში სწავლობდა დრამატულ სტუდიაში გიორგი ჯაბადარის ხელმძღვანელობით. 1921-1922 და 1936-1939 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1923 წლიდან მსახიობი და რეჟისორი ქართულ კინოსტუდიაში. 1927 წლიდან დამდგმელი რეჟისორი კინოსტუდია "არმენკინო"-ში. 1942-1948 წლებში მოსკოვის გორკის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. 1954-1956 წლებში საკავშირო კინოაქტიორთა სტუდია-თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სტალინის როლი თხუთმეტ ფილმში. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1950).