ახალგაზრდა მუშას, ლადოს, ნავთობსადენზე აღმოჩენილი წუნისთვის ბრალს დასდებენ და სამჭედლო საამქროში გადაიყვანენ. ნავთობსადენის შეკეთების შემდეგ ბრიგადები სოციალისტურ შეჯიბრებას წამოიწყებენ, მაგრამ პირველ ბრძმედში ჩარხის დეტალი გაქრება. მის მოპარვას მეორე ბრიგადის ხელმძღვანელს დააბრალებენ, თუმცა გაირკვევა, რომ დეტალი შურისძიების მიზნით ლადოს მოუპარავს. საერთო კრება ლადოს მოხსნას მოითხოვს, მაგრამ ოსტატის შუამდგომლობის შემდეგ მას ქარხანაში დატოვებენ. შეჯიბრება წარმატებით დამთავრდება.