დაიბადა სოფ. ძიმითში (ახლ. ოზურგეთის რ-ნი) 1998 წლის 8 იანვარს. 1919 წ. მუშაობდა ფოთში გადამწერად, 1919-1921 წ.წ. მასწავლებლად სოფ ნაგომარში, 1922-1923 წ.წ. სახკომ-ის რეგისტრატორად ბათუმში. 1923 წ. დაამთავრა მუშათა კულტურის დრამატული სტუდია. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1923-28 წ.წ. იყო თბილისის მუშათა კულტურის თეატრის მსახიობი,1924 წლიდან არის ”სახკინმრეწვის” მსახიობი და რეჟისორი. 1936-1948 წ.წ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იყო სასწავლო ნაწილი თბილისის სტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სკოლაში. 1949 წლიდან დაიწყო გრაფიკული მულტიპლიკაციის რეჟისორობა და იღებდა ანიმაციურ ფილმებს. საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1958).