მდიდარ გლეხ დროიძეს, ქვრივი ბაბალეს მიწის ხელში ჩაგდება უნდა. ის ბაბალეს ვაჟს, სიმონას, ყალბი საბუთის შედგენას დააბრალებს. სიმონას დააპატიმრებენ, მის დედას და ძმას კი გადაასახლებენ. სიმონას ცოლს, უქმროდ დარჩენილ დარიკოს, დროიძის შვილი მიუვარდება და გაუპატიურებას დაუპირებს. ქალს თავდამსხმელი შემოაკვდება. დარიკო ტყეს შეაფარებს თავს, გლეხებთან ერთად მებრძოლ რაზმს ჩამოაყალიბებს და კაზაკების თარეშისგან იცავს გლეხებს. სიმონა საპატიმროდან გაიქცევა და დარიკოს რაზმს შეუერთდება.