დაიბადა სამტრედიაში 1907 წლის 14 დეკემბერს. 1926 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. იგი სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად იღწვოდა ამ თეატრის სცენაზე. პარალელურად მუშაობდა ფილარმონიაში. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი. წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1943). საქართველოს სახალხო არტისტი (1956). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952).