გამრჯე, პატიოსანი გლეხი საულია ხვნის დროს მიწაში დაფლულ განძს იპოვის. ამ დღიდან შეიცვლება, შრომაზე გულს აიყრის, საიდუმლოს გამჟღავნების შიშით შეპყრობილი ახლობლებს გაურბის, ეჭვიანი ხდება. საულია ცოლსაც აიყოლიებს, მაგრამ ფუნდუ მალე გამოფხიზლდება და ქმარს მოსთხოვს, განძი სახელმწიფოს ჩააბაროს. გონებაარეული საულია ფეხმძიმე ფუნდუს წიხლს კრავს. მერე მიხვდება, რომ ბედნიერება ოქროს ანაცვალა და განძს სახელმწიფოს ჩააბარებს.