თურქეთთან მოსაზღვრე მთის მდინარეში გადავარდნილ გოგონას, ფატმანს ქართველი მესაზღვრე სიკვდილს გადაარჩენს. ღარიბი მწყემსის შვილს კოლმეურნეები მზრუნველობას არ დააკლებენ. ფატმანი ბევრ მეგობარს შეიძენს. შინ, თურქეთში დაბრუნებულ ფატმანს სახლში უცხოელი დივერსანტი დახვდება. გოგონა საბჭოთა მესაზღვრეებს აცნობებს დივერსანტის გამოჩენის შესახებ და მისი შეპყრობის შემდეგ საბჭოთა ტერიტორიაზე გადმოვა საცხოვრებლად.