დაიბადა 1899 წლის 27 თებერვალს სენაკში. 1927 წლიდან მუშაობდა ქართულ კინოში, ჯერ სცენარისტად, ხოლო 1929 წლიდან კი რეჟისორად. იყო "ლეფელი"(ლეფელები რადიკალურად უარყოფდნენ მხატვრული კინოს პრინციპებს და მიაჩნდათ რომ სიმართლის გადმოცემა მხოლოდ ქრონიკას შეეძლო). 1941–1955 წლებში იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კულტურის სამინისტროს სამმართველოს უფროსი. 1941–46 წ.წ. იყო რადიოკომიტეტის თავმჯდომარე. 50–იან წლებში კვლავ დაუბრუნდა რეჟისურას და ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზება დაიწყო. საქართველოს დამსახურებული არტისტი.