მეფისწული აბესალომი ნადირობისას ობოლ გოგონას, ეთერს შეხვდება, დანახვისთანავე შეიყვარებს, სასახლეში წაიყვანს და საცოლედ გამოაცხადებს. ეთერის სილამაზე ვეზირ მურმანს მოსვენებას დაუკარგავს, ის პატარძალს საქორწილო საჩუქრად შელოცვილ ყელსაბამს მიართმევს. ყელსაბამი ეთერს ისეთ სენს შეყრის, მურმანის გარდა რომ ვერავინ განკურნოს. აბესალომი ეთერის ტანჯვას ვერ უძლებს და უარს ამბობს მასზე. გახარებული მურმანი ქალს ჯადოსგან ათავისუფლებს და ცოლად ირთავს. ეთერთან განშორება აბესალომს ლოგინად ჩააგდებს, სიკვდილის წინ მურმანს ეთერის ნახვას სთხოვს და სატრფოს მკლავებში კვდება. სასოწარკვეთილი ეთერი თავს იკლავს.
სიმღერებს ასრულებენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ ზეინკლიშვილი, ნათელა ტუღუში, ლეილა გოცირიძე, ირაკლი შუშანია, დ. ჯიტავა, გივი ტორონჯაძე, კ. მაღრაძე
გადაღებულია ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" მიხედვით.