დაიბადა 1908 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 ქალთა სკოლა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, პარალელურად კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება. 1932-1935 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. 1935 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის კინოსტუდიაში მსახიობად. 1950-1959 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1953). საქართველოს სახალხო არტისტი (1980).