საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე, ვარლამ არავიძე, რეპრესიების წნეხის ქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო ხალხს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი ქეთევან ბარათელი შურისძიებას გადაწყვეტს და მკვდარ ვარლამს საფლავიდან ამოთხრის. სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა ქალი ვარლამის ბნელ წარსულს ხდის ფარდას. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილ თორნიკეს, მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს. სასოწარკვეთილი ახალგაზრდა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და თავს იკლავს.
ჩამოტანის წელი 2019. აღგენის წელი 2020. (სუბტიტრი ინგლისური, ფრანგული) აღადგინა პაატა გოძიაშილმა, სტუდია UPP ჩეხეთი.
მუსიკალური გაფორმება: ნანა ჯანელიძის
ჟიურის სპეციალური დიდი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი
პრიზი "ოქროს ჰიუგო", ჩიკაგოს (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალი;
იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის