მორიდებული სანდრო ვერ ბედავს სიყვარულში გამოუტყდეს თანასოფლელ ქალიშვილს, მაროს, რომელსაც, თავის მხრივ, ძალიან აეჭვიანებს სანდროს მეგობრობა ფეხბურთის ინსტრუქტორ ქალთან. მაროს ეჭვი უსაფუძვლოა, რადგან სანდრო გატაცებით მისდევს ფეხბურთს და ინსტრუქტორთან მხოლოდ სპორტული ინტერესი აკავშირებს.