დაიბადა 1904 წლის 15(28) მაისს ქ. თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი, 1933 წელს - ასპირანტურა. 1921 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა სასწავლებლებში. 1950-52 წ.წ. იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს სახალხო არტისტი (1958), სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1942, 1947), ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურიატი (1971), დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის (1946, 1953), ლენინის (1964) და ხალხთა მეგობრობის (1974) ორდენებით.