მეორე მსოფლიო ომის დროს რკინიგზის ერთ-ერთ სადარაჯო ჯიხურთან დაჭრილი წითელარმიელი პარაშუტისტი დაეშვება. მეისრის ოჯახი ჯარისკაცს დახმარებას აღმოუჩენს, თუმცა პარაშუტისტის საქციელი მეისრის ახალგაზრდა რძალში ეჭვს აღძრავს. ეჭვი დადასტურდება, როდესაც პარაშუტისტი კედელზე გაკრულ სტალინის ახალგაზრდობის სურათს ვერ იცნობს. მახეში გაბმული ფაშისტი გაქცევას შეეცდება, მაგრამ მას შეიპყრობენ.