დაიბადა 1904 წლის 13 ოქტომბერს ოზურგეთში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. დაამთავრა ქიმიური ტექნიკუმი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1925 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (ბეჭდავდა საბავშვო მოთხრობებს). 1932 წელს კოტე მარჯანიშვილმა თეატრში რეჟისორად მიიწვია. თეატრში მოღვაწეობისას მარჯანიშვილმა გვარი ნაკაშიძეთი შეუცვალა, რადგან იმ დროს იმავე თეატრში რეჟისორი დოდო ანთაძეც მოვაწეობდა. 1937 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოში. ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმები: „ნარინჯის ველი"(1937), „სამშობლო"(1939), „ის კიდევ დაბრუნდება"(1943).