XI საუკუნე. მეფე გიორგი I გარეთ ბიზანტიას, ქვეყნის შიგნით კი უკმაყოფილო ფეოდალებს ებრძვის. მეფეს – ძლიერს, ჭკვიანს, მდიდარს – ურჩი ფეოდალის, კოლონკელიძის ასული შორენა შეუყვარდება. მეფე შორენას საქმროს, ჭიაბერ ერისთავს მოაწამლინებს და ამ მკვლელობით ერთბაშად ძლიერ პოლიტიკურ მეტოქესაც ჩამოიცილებს. იგი ხუროთმოძღვარ არსაკიძეს სვეტიცხოვლის ტაძრის აგებას დაავალებს. კათალიკოსი მეფე გიორგის შორენას შეყვარებისთვის შერისხავს და ქალის მონაზვნად აღკვეცას მოითხოვს.
გადაღებულია კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით