დაიბადა თბილისში 1905 წლის 14(27) ნოემბერს. 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამუტურგიულ სტუდიაში ა. ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახ, აკ. თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. აკ. თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1958). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით და მედლებით.