ფილმი რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის საქართველოში, სოფელ ბაღდათში გატარებული სიჭაბუკის წლებს ასახავს. მომავალი პოეტი უბრალო მშრომელი ადამიანების გარემოცვაში ყალიბდება. ვალოდიას დას, ლუდმილას მოსკოვიდან არალეგალური ლიტერატურა ჩამოაქვს. ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე მაიაკოვსკი აქტიურად მონაწილეობს 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.