დაიბადა სოფ. ლანირში (სამტრედიის რ–ნი) 1919 წლის 2 იანვარს. 1935 წელს დაამთავრა სამტრედიის საშ. სკოლა. 1936–38 წ.წ. მუშაობდა მსახიობად თბილისის მუშა–ახალგაზრდობის თეატრში, ხოლო 1938 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).