ჯარიდან დაბრუნების შემდეგ პიერი მილიციაში დაიწყებს მუშაობას. გულისხმიერ მილიციელს მალე მთელი ქალაქი შეიყვარებს. პიერს ჯარში წასვლამდე მეზობლის ქალიშვილი თინა უყვარდა, ჯარიდან წერილებს სწერდა, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიუღია - თინა საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასულა. ერთ დღეს, ბინის ქურდების დაკავებისას პიერს ბოროტმოქმედები მძიმედ დაჭრიან. საავადმყოფოში ბევრი გულშემატკივარი მიაკითხავს, მაგრამ მას ყველაზე მეტად თინას ნახვა გაახარებს, რომელიც ცნობილი მომღერალი გამხდარა და მშობლიურ ქალაქში საგასტროლოდ ჩამოსულა.