დაიბადა 1921 წლის 27 იანვარს. მისი ნამდვილი გვარია ნაჭყებია. დაამთავრა თბილისის მესამე საშუალო სკოლა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტუდია, სადაც მიიყვანა შალვა ღამბაშიძემ. იმ ხანად ფოთის თეატრის სცენაზე ნ. გოძიაშვილი დგამდა შალვა დადიანის დრამას "რუსთაველი", მან 18 წლის ქეთევან ნაჭყებია წაიყვანა ფოთის თეატრში თამარ მეფის როლის შესასრულებლად...ამ დროიდან რეჟისორმა იგი მონათლა კოლხიდელად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ამ ფსევდონიმს. 1951 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის და შემდეგ ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი - 70 წელი იდგა სცენაზე. საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.