21–ე საუკუნის დასაწყისის ქუთაისი: ღვთის ანაბრად მიტოვებული ქალაქი. სულიერად გაბზარული და ქაოსში ჩაძირული მოქალაქეები – იოტისოდენა იმედით და ჯერ კიდევ შერჩენილი იუმორით. შექსპირის იერცვლილი პერსონაჟები: ძლევამოსილი სარდალი ოტელო – ფოტოგრაფი და მოყვერული ვიდეოოპერატორი ოტია; წარჩინებული ვენეციელი არისტოკრატის ასული დეზდემონა – პარიკმახერი დეზი; მხედარი და ოფიცერი იაგო – დამკრძალავი ბიუროს "დედის ცრემლების" მეპატრონე იასე. "ოტელოსეული" დრამა კი მეორდება... ოღონდ ფინალია სულ სხვა!