დაიბადა 1958 წლის 24 ივლისს ქ. ქუთაისში. 1975 წელს დაამთავრა ქუთაისის რკინიგზის მე-12 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1979 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 2003 წელს დაჯილდოვდა ”ღირსების ორდენით”.