მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც დაემშვიდობება.