დაიბადა 1900 წლის 25 ნოემბერს სოფელ მუხურაში (ქუთაისის მაზრა). 1920 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ჯერ კიდე მოწაფეობის დროს მონაწილეობდა დრამატული წრის სპექტაკლებში. მუშაობდა ქუთაისის რკინიგზის მუშათა კლუბში (1920-1926), ქუთაისის სახელმწიფო თეატრში (1926-1927, 1929-1932). თბილისის მუშათა თეატრში (1927-1928), თელავის და ხაშურის თეატრებში. 1938 წლიდან ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1946). საქართველოს სახალხო არტისტი (1974).