ხელმოკლე აზნაური სოლომონ მორბელაძე ოჯახის სარჩენად და ვალებისგან თავის დასაღწევად მაჭანკლობას მიყოფს ხელს. ერთ სარფიან გარიგებას წამოიწყებს, დიდ მოგებას ელის, მაგრამ საქმის წარმატებით დასრულების მიუხედავად სამაშვლო თანხას ვერ მიიღებს. გაწბილებული სოლომონი შინ ბრუნდება, სადაც მშიერი ცოლ-შვილი და მევალეები ელოდებიან.