დაიბადა 1907 წლის 15 ოქტომბერს სოფ. ამაღლებაში (ჩოხატაურის რაიონი). 1925 წელს დაამთავრა სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი, 1928 წელს - თბილისის პროლეტკულტურის ტექნიკუმი. 1933 წელს მუშაობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, 1934 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).