მოძალადე ბატონის მკვლელობის შემდეგ ბიჭად გადაცმული გლეხის გოგო მაია სოფლიდან გაიქცევა. გზად ადამიანებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება და ტყვეებს გაათავისუფლებს, მოღალატე თავადს კი მეფე ერეკლეს გადასცემს. მაია წყნეთელი, იგივე მათე ბიჭი, მეფეს ურჩი თავადების შესახებ სიმართლეს გაუმხელს. ტყვეებით მოვაჭრე განრისხებული თავადები მას შეიპყრობენ, მაგრამ ბერიკად გადაცმული მეგობრები ისევ ათავისუფლებენ. ყველანი ერთად მეფის ჯარს უერთდებიან და მტრის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. საკუთარ თანამებრძოლზე შეყვარებული მაია ბრძოლის ველზე გმირულად იღუპება.
აღდგენის წელი 2020. აღადგინა კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“