დაიბადა 1912 წლის 29 მაისს თბილისში. თბილისის მე-4 საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ 1930-32 წ.წ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. 1935 წელს დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია. პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1942 წელს – გორის თეატრის მსახიობია, ხოლო 1945 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.