ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან რევოლუციური მოძრაობის გულშემატკივარი გახდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა როტმისტრს, კლიმიაშვილს მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.