დაიბადა თბილისში 1923 წლის 23 თებერვალს. 1944 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში მსახიობად. იგი ითვლებოდა ქართული თეატრის პატრიარქად. 1954 წლიდან მონაწილეობს კინოში.საქართველოს სახალხო არტისტი (1955). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.