დედით ობოლი ბათა მამამ ქალაქში სემინარიის მასწავლებელს მიაბარა მოსამსახურედ. ცხრა წლის შემდეგ ბათა სოფელს დაუბრუნდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და მებორნე გახდა. ბათამ ცხოვრების გრძელი გზა განვლო, ბევრს მოესწრო – ბატონყმობის გადავარდნას, რევოლუციას, დროების შეცვლას. დაოჯახდა, ცხრა შვილიც გაზარდა, მაგრამ თანასოფლელი გოგონას, სიდუს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა.