დაიბადა 1927 წლის 15 აპრილს თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1956 წლებში მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. იგი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1956-1959 წლებში სწავლობდა კინოსტუდია "მოსფილმთან” არსებულ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე. 1959 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის” რეჟისორია. 1977 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შესახებ "დიდი და პატარა ამბები".